65 Mysteries Quotes & Sayings with Wallpapers & Posters - Quotes.Pub

Here you will find all the famous Mysteries quotes. There are more than 65 quotes in our Mysteries quotes collection. We have collected all of them and made stunning Mysteries wallpapers & posters out of those quotes. You can use this wallpapers & posters on mobile, desktop, print and frame them or share them on the various social media platforms. You can download the quotes images in various different sizes for free. In the below list you can find quotes by some of the famous authors like Raymond Chandler, Noam Chomsky and Charlaine Harris

-რას არ ჩაიდენს კაცი! თქვენდამი სიყვარულის გამო ზურგს უკან გაგჭორეთ კიდეც და კეკლუცი გიწოდეთ. შევეცადე, რამენაირად დამემდაბლებინეთ და ამგვარად საკუთარი თავი მენუგეშებინა, რათა გული საბოლოოდ არ გამტეხოდა. მშვენივრად ვიცი, რომ ჩემთვის მიუწვდომელი ქალი ხართ. აგერ უკვე მეხუთედ გხედავთ, მაგრამ გული მხოლოდ დღეს გადაგიშალეთ, თუმცა ამის გაკეთება პირველივე დღეს შემეძლო. გარდა ამისა, დღეს დაბადების დღე მაქვს, ოცდაცხრა წლის შევსრულდი და დილიდანვე მშვენიერ გუნებაზე ვარ. მთელი დღეა ვღიღინებ. ჰოდა, რატომღაც ვიფიქრე... კაცს რომ ასეთი სისულელეების სჯერა, ბუნებრივია, სასაცილოა, მაგრამ რატომღაც საკუთარ თავს მაინც ვუთხარი: დღეს მას თუ შეხვდები, ყველაფერი უნდა აუხსნა და სიმართლეში გამოუტყდე. ბევრი არაფერი დაშავდება, რაც უნდა იყოს, დღეს ხომ დაბადების დღე გაქვს. ესეც შეგიძლია უთხრა და იქნებ მაშინ მაინც გაპატიოს-მეთქი. გეცინებათ, არა? დიახ, ვიცი რომ მართლა სასაცილოა. მაგრამ ახლა საქმეს ვეღარაფრით ვუშველი. ასე რომ, მზად ვარ, ხარკი სხვა დანარჩენებივით მეც შემოგწიროთ.