55 Merab Mamardashvili Quotes on Психологическая топология пути: М. Пруст "В поисках утраченного времени - Quotes.pub

Here you will find all the famous Merab Mamardashvili quotes. There are more than 55 quotes in our Merab Mamardashvili quotes collection. We have collected all of them and made stunning Merab Mamardashvili wallpapers & posters out of those quotes. You can use this wallpapers & posters on mobile, desktop, print and frame them or share them on the various social media platforms. You can download the quotes images in various different sizes for free. In the below list you can find quotes in various categories like Психологическая топология пути: М. Пруст "В поисках утраченного времени

Но что значит не быть взрослым? Считать, что мир "центрирован" на нас, создан для того, чтобы нас обижать или гладить по головке. Детская психология и состоит в этом эгоцентризме, когда ребенок воображает себя центром мира в том смысле, что он полагает - все, что в мире происходит, происходит для того, чтобы или доставить ему удовольствие, или обидеть его. И все события имеют для него знаковую природу, все они что-то означают по отношению к нему. В этом - суть инфантильности. Ребенок есть ребенок. Ну а когда - взрослый? Оглянитесь вокруг себя и вы увидите общество дебильных переростков, которые так и остались в детском возрасте, которые воспринимают окружающий мир как то, в чем что-то происходит по отношению к ним. Не само по себе. Или - вокруг темно и копошатся демоны, которые окружают их светлый остров, - конспирации, заговоры... Людвиг Витгенштейн сказал: "Мир не имеет по отношению к нам никаких намерений". Это - взрослая точка зрения.
მახსოვს ჩემი თავი, როცა ახლგაზრდა ვიყავი და თბილისში, ვთქვათ ასე, ვიღვიძებდი, სრულიად ვიღვიძებდი. და ამ გაღვიძების მთავარი მექანიზმი იყო განცდა სიბნელის, უსამართლობის და ძალადობის და ტყუილის, რომელიც როგორც ოკეანე იყო ჩვენს გარშემო ... გართმევენ უსამართლოდ რაღაცეებს, გახრჩობენ, გთრგუნავენ და შენ თქმაც არ შეგიძლია არაფრის იმიტომ რომ ენა გარშემო, ბუნებრივი ენაც გახდა ოფიციალური და რაღაცნაირი რიტუალური.და ენაში, რაც გტკიოდა, ის სიხარული იყო; რაც არა გქონდა, იმით ვითომ იყავი მდიდარი. ენაში ყველაფერი. და აი ამ ენაში ვერაფერ ტკივილს ვერ გამოხატავდი. და ვერც ეტყოდი ადამიანს, რომ ამას იპარავ, ამას ართმევ საქართველოს, ამას ყიდი. საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული იყო ქართველების მიერ. ენაც გაყიდული იყო, აბა, ქართული საბჭოთა ენა, ენის გაყიდვა არ არის?
იდეოლოგიამ, თავისი შინაგანი კანონის თანახმად, უნდა მიაღწიოს ისეთ წერტილს, სადაც მისი ეფექტი გაიზომება არა იმით, თუ რას დააჯერებს იგი ადამიანს, არამედ იმით, თუ რას არ აფიქრებინებს მას. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ საბჭოთა ან მარქსისტული იდეოლოგია ეფექტური აღარ არის, რადგან მისი არავის სჯერა. ეს სისულელეა. ეს არის არგაგება თვით იდეოლოგიის ფენომენისა.ვიმეორებ, იდეოლოგიის ფენომენი იმგვარადაა აგებული, რომ მისი ეფექტი დამოკიდებულია არ იმაზე, თუ რამდენიმად იზიარებ შენ ამ იდეოლოგიას, რამდენად გჯერა მისი, არამედ იმაზე, რამდენადაა დანგრეული სხვაგვარი აზრის შინაგანი შესაძლებლობა, ე. ი. დანგრეულია ენობრივი ველი.
ისტორიულად დიდი ხანია აღიარებულია, რომ კერძო საკუთრება არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება გაუცხოვდეს და ესაა საფუძველი სამოქალაქო საზოგადოებისა. აი, მე შევატრიალებდი ამ არგუმენტს, რათა მეთქვა შემდეგი: თუკი შენ გაქვს მილიონი, ეს არის შენი კერძო საქმე. ხოლო პოლიტიკური საქმე - res public-ის დონეზეა, ანუ საერთო საქმის, საერთო ძალისხმევის, მაგრამ არა ამ მილიონის ექსპოპრიაციის დონეზე. მაშასადამე, პოლიტიკა, როგორც ძალაუფლება და საკუთრება ერთმანეთისგან განცალკევებული უნდა იყოს. საბჭოთა სისტემა კი იმ სახით, რა სახითაც ის ჩამოყალიბდა, უკიდურეს ფორმად იქცა ერთისა და მეორის ურთიერთშენაცვლებისა, ერთის მეორეთი შთანთქმისა და ყოველი მცდელობა, დაარღვიო ეს კავშირი, ბუნებრივია, სამოქალაქო საზოგადოების ფენომენის აღორძინებისკენაა მიმართული. სიცოცხლის ნებისმიერი გამოვლინება არის გენიალური კერძოობა, მათ შორის ნაციის ცხოვრებისაც, რომელიც კონსტიტუციური პროცესის პროდუქტს წარმოადგენს. ასეთია საქმის არსი
ქართულმა ხასითმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან უთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე.იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსულმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვემტერებოდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენ რწმენას– რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო “ნათესაობრივმა” კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე.უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ ვანსხვავებდით ჩვენ თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. იქ არის რაღაც გაუგებრობა– ჩვენ დამოკიდებულებაში, წაშლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან.ერთი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი აღიარებდა: “უმცროსმა დამ (რუსეთის ეკლესია) თავისი უფროსი და (ქართული ეკლესია) დაახრჩო თავის ხელებში. იმიტომ რომ უფროსმა დამ აღარ იცოდა ვინ არის მტერი და ვინ არის ნათესავი
ჩვენს დემოკრატიას მთავარი წინაპირობა არ გააჩნია. მე უკვე გამოვიყენე სიტყვა - res publica, რაც დემოკრატიული სისტემის პიკს წარმოადგენს. პოლიტიკური დემოკრატია შეუძლებელია საზოგადოებრივი სივრცესთან დამოკიდებულების გარეშე, რასაც res publica ანუ რესპუბლიკური ურთიერთობა ჰქვია. სხვა ვარიანტი გამორიცხულია. შესაძლოა, იყოთ რესპუბლიკელი და მონარქიულ პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრობდეთ, მაგალითად - ინგლისში.ეს არაფერს ნიშნავს. ეს დემოკრატიული ფორმა არ არის, მაგრამ დემოკრატიაა, რადგან დემოკრატიის მთავარი არსი "რესპუბლიკური აზროვნებაა". ჩვენ ეს არ გაგვაჩნია. პარტიები თავისი უფლებებისთვის ზრუნავენ, რაც დემოკრატიის პირველი ნაბიჯი სულაც არ გახლავთ, თუ სიტყვა "ნაბიჯს" არა ქრონოლოგიური, არამედ საწყისის, პირველადის მნიშვნელობით გამოვიყენებთ. პარტიებს შორის პარლამენტში ბრძოლა, მეათე ნაბიჯი შეიძლება იყოს. ეს ყოველივე უსარგებლოა, თუ უკან არ დავბრუნდებით, საწყის წერტილში და არ შევქმნით res publica-ს.ჩვენ გვჭირდება რესპუბლიკა, რათა შემთხვევითობაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.
достаточно присмотреться к некоторым эпизодам российской истории, чтобы увидеть, что это ситуация – когда мы не извлекаем опыта. Когда с нами что-то происходит, а опыта мы не извлекаем, и это бесконечно повторяется. …Русские, куда бы ни переместились – в качестве казаков на Байкал или на Камчатку, их даже занесло на Аляску и, слава Богу, вовремя продали ее, и она не оказалась сегодня той мерзостью, в которую они ее скорее бы всего превратили, – куда бы они ни переместились, они рабство несли на спинах своих.Единственная ценность, которую мы ищем во всех проявлениях себя и окружающего, — это живое. Реальная человеческая психология строится на оживлении того, что мертво. Мы оживляем мертвые слова, мертвыежесты, мертвые конвенции. Единственное наше трепетное, то есть волнующее нас отношение ко всему этому в действительности сводится к тому, что за всеми симуляторами и привидениями, за вещами — мы ищемизнь. И себя как живущего. Ибо ощущать себя живым совсем не просто.
იმ დროიდან, რაც არსეობს სახარებისეული ათვლის წერტილი, იმ დროიდან, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერება: რეალური კულტურა და ადამიანური სულიერება არ შეიძლება შემოზღუდული იყოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც ისინი ხორციელდებიან. ნებისმიერი სოციალური თუ ნაციონალური ერთობა, რაც უნდა დიდი იყოს იგი, თუნდაც ერთადერთი იყოს, მაინც კერძოობითი იქნება და არა უნივერსალური. აი, სწორედ ეს პიროვნული საწყისები, უნივერსალურზე რომ არიან ”მოჭიდებული”, წარმოადგენენ ნაციონალური თვისებების ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი ფუნქციონირების პირობებს.
ჩვენი ერის აქტიურმა ნაწილმა ჩაგვითრია ჩვენ, ქართველები, მსოფლიო სოციალისტურ მოძრაობაში, საქართველო მსოფლიო სოციალისტური მოძრაობის ეპიზოდად აქცია; ანექსიამ მოიცვა მთელი ჩვენი საზოგადოებრივი, ეკონომიკური სივრცე და ამის გამო სოციალისტური უტოპიის რეალიზაციის შედეგები მთელი ამ სივრცის მასშტაბებით შეიძლებოდა განვითარებულიყო და გამოჩენილიყო. სხვა ამბავია, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ეს რუსული ნიჭი, ჩვენი ურთიერთობების ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს შევქმნათ ჯოჯოხეთი. ჩვენ სხვა წარმოშობის, სხვა მენტალიტეტის ერი ვართ. შეიძლება ითქვას, მსუბუქი ერი. ამის წყალობით ბევრმა დამანგრეველმა სტრუქტურამ, რომელიც სოციალიზმის შედეგია, ვერ იმუშავა ჩვენს მენტალიტეტში და ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, ვერ დაანგრია ჩვენი ხასიათის პიროვნული საწყისი. როდესაც მე ვლაპარაკობ "ტრაგიკულზე", ეს ეროვნული თავისებურებების პიროვნული საწყისია; თუ ხასიათის ეს მყარი საფუძველი დაინგრა, მაშინ ეთნიკურისგანაც არაფერი დარჩება. მაგრამ ბევრი სხვა სტრუქტურა ჩვენი შინაგანი ცხოვრებისა ვერ გადაურჩა სოციალიზმის ზემოქმედებას.
რუსული სივრცე-დროის მეტაფიზიკურ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის ფენომენი, რომ საკუთარ თავს და შენს გარშემო მყოფთ ყოველი დღე უქციო ჯოჯოხეთად….. ეს მუდმივი ისტორიული კოლაფსია ორ დიდ, დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის!ეთნიკური რუსი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია თავის დადებითით და უარყოფითით. არაფრით უარესი და არაფრით უკეთესი სხვა ეთნოსის წარმომადგენელზე!მაგრამ რუსები, როგორც რუსულ იმპერიულ-ტირანიული სივრცის ბინადარნი და ამ სისტემის იდეოლოგიით ტვინდაკომპასებულ ხალხთა მასები, ამოვარდნილნი არიან რეალური ისტორიული სივრცე დროისაგან…როგორც ჩაადაევი და როზანოვი წერდნენ – აქ სრული კოლაფსი და გამყოფი უფსკრულია აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის!